• პროექტის სახელწოდება; გოჩა-მამა თუ ხევისბერი?
• პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:მშობლების დამოკიდებულება შვილებთან მიმართებაში.
• პროექტის აქტუალობა: თანამდებობის პირი მშობლების როლი და გავლენა შვილების ცხოვრებაზე.იყო თუ არა გოჩას გადაწყვეტილება მიღებული, როგორც მამის გადაწყვეტილება.
• პროექტის მიზნები:მოსწავლეებში განავითაროს ანალიზის,სინთეზის,კრიტიკული აზროვნების,არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.გაამოიტანონ დასკვნები ადამიანის სამართლიანობა-უსამართლობაზე,შეისწავლიან ხევის ტრადიციებს,იმუშავებენ ტექსტში არსებული არგუმენტების საშუალებით საკუთარი პოზიციების დასაბუთებაზე და შეძლებენ დასკვნების გამოტანას.გაუჩნდებათ საკუთარი დამოკიდებულება მამისგან შვილის მოკვლის პრეცენდენტთან დაკავშირებით.http://youtu.be/JJyyzvHIjiY
• მონაწილეთა ასაკი:მეთორმეტე კლასი,17 წელი.
• ვადები/ხანგრძლივობა:10 დღე.
• მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებს შეეძლებათ კონკრეტული მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.საუბრობენ კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით,ტერმინებით,ფრაზებით,რომლებიც თავადაც კარგად აქვთ გააზრებული და სხვებსაც აგებინებენ.საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებენ ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან,სამეცნიერო ლიტერატურიდან.
• პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ტრანსპორტი,კომპიუტერები,ინტერნეტ რესურსები,სხვადასხვა მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა.
• პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები გაეცნობიან ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობას "ხევისბერი გოჩა".გაეცნობიან სხვადასხვა რესურსებით ამ ნაწარმოების ირგვლივ შექმნილ პუბლიცისტურ წერილებს,კრიტიკას,ესეებს,სამეცნიერო ლიტერატურას,ნახავენ ქართულ მხათვრულ ფილმს "ხევისბერი გოჩა.http://youtu.be/WvIvrn1DBbAმოეწყობა ექსკურსია ალექსანდრე ყაზბეგის სახლმუზეუმში.მოსწავლეები გაესაუბრებიან ადგილობრივ მცხოვრებლებს,მოიძიებენ ანალოგიურ ფაქტებს რეალური ცხოვრებიდან.http://youtu.be/Hn6WoMV8Jjwდაასაბუთებენ რომ ონისე ხევისბერმა დასაჯა და არა მამამ.ჯგუფური მუშაობისა და მსჯელობის შედეგად მოამზადებენ პრეზენტაციას ზეპირი გამოსვლისთვის.წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით მკაფიოდ,ნათლად და გასაგებად აყალიბებენ განსახილველი საკითხის არსს და საკუთარ მოსაზრებებს.მსმენელებს წარუდგენენ სლაიდშოუს და ექსკურსიის დროს საკუთარი ხელით გადაღებულ ფოტი და ვიდეო მასალებს,ნაწყვეტებს მხატვრული ფილმიდან "ხევისბერი გოჩა".შექმნიან ამ პროექტისთვის ალბომს,სადაც მოათავსებენ ყველა იმ მასალას,რასაც ამ პროექტის კვლევის დროს ხვდებოდნენ და რაც შეაგროვეს პრეზენტაციისთვის.
• საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერატურა და ი.ს.ტ.
• პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): ნესტან გელაშვილი
• ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nestani.gelashvili@gmail.com
• პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://nestanigelashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment